ისრაელის ზეთისხილი – 7000 წლის

Read Time:2 Minute, 2 Second

თელ ავივისა და ებრაელთა უნივერსიტეტებში ისრაელ მეცნიერთა ერთობლივი
გამოკვლევით გამოვლინდა ხეხილის ხეების მოყვანის ყველაზე ადრეული
მტკიცებულებები.
მკვლევარებმა გაანალიზეს ხის ნახშირის ნარჩენები იორდანიის ველზე მდებარე
სპილენძის ხანის თელ-ცაფის დასახლებული პუნქტიდან და დაადგინეს, რომ ეს იყო
ზეთისხილის ხე. იმის გამო, რომ ზეთისხილი მდინარე იორდანეს ხეობაში ბუნებრივად
არ იზრდება, დასტურდება, რომ ამ რეგიონის მკვიდრებმა თავად დარგეს ეს ხე
დაახლოებით 7,000 წლის წინ.
ინოვაციური კვლევა ჩატარდა არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დოქტორი
დაფნ ლანგგუტის და ახლო აღმოსავლეთის კულტურების დეპარტამენტის, თელ ავივის
უნივერსიტეტის და ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელობით. ნახშირის
ნაშთები აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების დროს, ებრაული უნივერსიტეტის
არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ჯოზეფ გარფინკელის ხელმძღვანელობით.
კვლევის შედეგები ქვეყნდება ჟურნალ Scientific Reports-ისა და Nature-ის სამეცნიერო
მოხსენებებში.
დოქტორი ლენგგუთი: «ხეების ჯიშები, თუნდაც ნახშირად ქცეული, შეიძლება
განისაზღვროს მათი ანატომიური სტრუქტურით. ზეთისხილის ხეები, რა თქმა უნდა,
იზრდება ისრაელის ქვეყანაში ველურ ბუნებაში, მაგრამ იორდანიის ველში ისინი არ
არიან და არ იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ თელ-ცაფში ზეთისხილი დარგო და
გაზარდა ისინი. არქეობოტანიკაში, ეს ითვლება გაშინაურების უდავო მტკიცებულებად,
ანუ ჩვენ აღმოვაჩინეთ ყველაზე ადრეული მტკიცებულებები მსოფლიოში ზეთისხილის
გაშინაურებისა.
მე ასევე აღმოვაჩინე ლეღვის ახალგაზრდა ტოტების მრავალი ნაშთი. ლეღვის ხე
ბუნებრივად გაიზარდა იორდანიის ველში, მაგრამ მის ტოტების შეგროვებას დიდი
მნიშვნელობა არ ჰქონდათ არც შეშად, არც ნედლეულად ხელსაწყოებისთვის ან
ავეჯისთვის, ამიტომ ხალხს არ ჰქონდა მიზეზი, რომ დიდი რაოდენობით
შეეგროვებინათ ტოტები და სოფელში მიეტანა. როგორც ჩანს, ლეღვის ტოტები შებერვის
შედეგადაა დარჩენილი და მოგროვებული. ეს მეთოდი, ჯერ კიდევ გამოიყენება ხეხილის
მოსავლის გასაზრდელად ».
პროფესორი გარფინკელი: «თელ-ცაფი დიდი პრეისტორიული დასახლება იყო
იორდანიის ხეობის შუაგულში, ბეიტ შეანის სამხრეთით, დასახლებული იყო 7 000 წლის
წინ. ამ ადგილზე აღმოაჩინეს სახლები დიდი შიდა ეზოებით, რომელთაგან თითოეულს
რამდენიმე ბეღელი ჰქონდა მოსავლის შესანახად. ბეღელის მოცულობა 20-ჯერ
აღემატებოდა ერთი ოჯახისათვის საკმარის რაოდენობას. – აშკარაა, რომ ეს იყო
საწყობები მარცვლეულის სავაჭრო მოცულობის შესანახად. დასახლების სიმდიდრე
ასევე გამოიხატებოდა დახვეწილი თიხის ჭურჭლის წარმოების და მოხატვის
შესანიშნავი ოსტატობით. გარდა ამისა, აღმოვაჩინეთ შორი ქვეყნებიდან
"იმპორტირებული" საგნები: კერამიკა მესოპოტამიიდან, ანატოლიიდან ობსიდიანი,
სპილენძი კავკასიიდან ».

დოქტორ ლენგგუტი და პროფესორი გარფინკელი არ გაუკვირვებია ახალ აღმოჩენას, რომ
თელ-ცაფის მკვიდრნი იყვნენ პირველნი ვინც მსოფლიოში ვინც ზეთისხილის და
ლეღვის მოშინაურება და გაშენება დაიწყო. ხეხილის მოყვანა ადასტურებს ამ
დასახლების მოსახლეობის სიმდიდრეს და ეკონომიურ სიძლიერეს.
«ხეხილის ხეების გაშინაურება — არის პროცესი, რომელსაც მრავალი წელი სჭირდება და,
შესაბამისად, შესაძლებელია შედარებით მდიდარ საზოგადოებაში, ამბობს დოქტორი
ლენგუთი. ხეები ნაყოფს მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ იძლევიან, ვინაიდან ისინი
საჭიროებენ მნიშვნელოვან საწყის ინვესტიციებს, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში
ცხოვრობენ, ხეხილის ბაღებსა და ზეთისხილს დიდი ეკონომიკური და სოციალური
მნიშვნელობა აქვს. ეს კი თავისთავად ადასტურებს კომპლექსური სტრუქტურირებული
საზოგადოების არსებობაზე ».

ფოტო: თელ ავივისა და ებრაული უნივერსიტეტების პ/ს
პროფ. გარფუნკელი ( გათხრები )

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია
Next post ჩერგოლეიშვილი: ნაცმოძრაობაში 2012 წლიდან დაპირისპირებებია, ახალი არაფერია და უფრო ადრე დაიშლებოდა ბიძინას რომ დევნა არ დაეწყო