ირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მსჯავრდებული რვა ქალის გათავისუფლება, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ელოდებათ, მოლაპარაკებების დაწყების შესანიშნავი წინაპირობა იქნებოდა. ტრამპმა გააზიარა ისრაელელი აქტივისტის პოსტი, სადაც საუბარი იყო აღნიშნული ქალების შესახებ.
„ტრამპი კიდევ ერთხელ შეაცდინა ყალბმა ამბებმა. ქალები, რომელთა შესახებ ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის პირას იყვნენ, ნაწილობრივ უკვე გათავისუფლებული არიან, ხოლო დანარჩენებისთვის წაყენებული ბრალდებები, სასჯელის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მაქსიმუმ პატიმრობით შეიძლება დასრულდეს“, – ნათქვამია ირანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

