ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

„ბერმა გაბრიელმა, რაც იწინასწარმეტყველა, თუნდაც ბერ ნიკოლოზზე, ბევრი რამ ახდა“ – რას წერს გიორგი ლობჯანიძე

ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებას ეხმიანება და წერს, რომ ბერს უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და საოცრად გულისხმიერი პიროვნება იყო.

ასტროფსიქოლოგი სალოსის ცხოვრებასა და მის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ გარკვეული კონტიგენტის და უსიამოვნო ნაბიჯების გამოც მახინჯდებოდა და კნინდებოდა მისი, როგორც პიროვნების სახელი.

„ცნობისთვის, ბერ ნიკოლოზს სასახლეებში არ უცხოვრია, არც ძვირადღირებული ნივთები ჰქონდა და თაფლში ამოვლებული ცხოვრება.

თუმცა მასთან იყო ფანატიკურად განწყობილი ხალხის გარკვეული ნაწილი, ხაზგასმით ვამბობ, ყველაზე არ მაქვს საუბარი, გარკვეული კონტიგენტი და არც თუ ისე ცოტა, რომელთა უსიამოვნო ნაბიჯების გამოც მახინჯდებოდა და კნინდებოდა მისი, როგორც პიროვნების სახელი.
მიეწერებოდა მას, ხანდახან, ისეთი სიტყვები, რაც შეიძლება ეთქვა, მაგრამ ვერ ვასწავლე ბევრს, რომ როცა სალოსი საუბრობს, ამ საუბრის გაგება პირდაპირ არ შეიძლება, რამეთუ ის მეტაფორულია და ამ არასწორი ინტერპრეტაციით უარეს გაუკეთებდა საკუთარ თავსაც და მამაოსაც.
კიდევ: სამწუხაროა, რომ ექიმები დროულად არ შეუშვეს მასთან. ჩანს ეს ერთ-ერთ ვიდეოში ნათლად, რომ მისული იყო მალხაზ ჯინორია (ბერი გაბრიელის მრევლი იყო მალხაზი, თავის დროზე) და არ შეუშვეს!

იქამდეც რა ხდებოდა არ ვიცით დეტალებში. ეს საქმე ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ ხანდახან გაფანატებულ მიდგომას მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.
თავად ბერი ნიკოლოზი გუშინაც ვთქვი და აღვნიშნე, რომ დიდი ძალის სასულიერო პირი იყო! ეს მოსწონს ზოგიერთს თუ არ მოსწონს, ამას ფაქტები მოწმობს.

ბერ ნიკოლოზს, უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და იყო საოცრად გულისხმიერი პიროვნება. ერთ-ერთი უდიდესი და უსპეტაკესი, ნატანჯი ბერი საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი, რადგან ლოცულობდა ყველასთვის!

„ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით“ – ზოგი ისე ილანძღება, სულ ბერი გაბრიელი მახსენდება: თქვენ რომ ბერი გაბრიელი გენახათ რას აკეთებდა ხოლმე, წარმომიდგენია რა დღეში ჩააგდებდა მას ქართველი ხალხი … რა ბედნიერებაა რომ მაშინ ,,ინტერნეტი“ არ იყო …
ამიტომ, ამ ლანძღვით თავად აყენებთ სასწორზე თქვენს სულს და კეთილი, ვისაც გამოცდა გსურთ, ეს უკვე თქვენი არჩევანია.

სალოსის ცხოვრება მძიმეა და ასეთია!გუშინდლიდან მოყოლებული არ წყდება პოსტები, როგორც დაბალი, ისე მაღალი რანგის საზოგადოების მხრიდან.ცუდია, მართლა ძალიან ცუდია, რომ აქამდე არ იღებდა ბევრი ხმას. რომ მოკვდება ადამიანი, მერე ყველა ერთიანად გლოვობს. სამწუხარო რეალობაა, ტრაგიკომედიას უფრო ჰგავს.და ბოლოს: ნუ გიპყრობთ ნიჰილიზმი!ბერმა გაბრიელმა, რაც იწინასწარმეტყველა, თუნდაც ბერ ნიკოლოზზე, ბევრი რამ ახდა! და არაა გამორიცხული, რომ ბევრი რამ ,,სულიერად“ ახდეს! აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ ფიზიკურად ყოფილიყო ეს უკანასკნელი ყველაფრის სათავეში.და ბოლოს: ისევ ბერი გაბრიელის სიტყვებით დავამთავრებ:,,ნიკოლოზს ტრუბაში გააძვრენენ! მას სიგიჟესაც დააბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა! ბოლოს მართალ კაცად აღესრულება!“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი – მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია. 22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.მაღალ მთაში ისევ მოთოვს. საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება. ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია. თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, - წერს მეტეოროლოგი.

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან – ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის!“ - წერს ვიქტორ ორბანი.ევროკავშირის სასამართლომ დღეს უნგრეთის 2021 წლის კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. აღნიშნული კანონი კრძალავდა არასრულწლოვნებისთვის ისეთი კონტენტის მიწოდებას, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციას ახდენს.

ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.„მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.სამიტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრა.საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად...

საქართველოსთვის იმისთვის არ გაგვიკეთებია, იმისთვის არ გვაქვს თავი გადადებული საქართველოსთვის საბრძოლველად, რომ მათ ვინც ახლა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ, მთავარ სამიზნედ ისევ მე ამირჩიონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა, თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს,  ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება.„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ, თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს, მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის.ყველასთვის ნათელია, ვისაც პირადი ეგო არ სძალავს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა მე ვარ. საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი. ამავე დროს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ერთპიროვნულ ლიდერობაზე და ეს ბევრჯერ მითქვამს.ივანიშვილმა სხვადასხვა პირების მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე. უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება“, – აღნიშნავს სააკაშვილი.მისივე თქმით, დროა, ერთმანეთს სიმართლე უთხრან.„მეგონა, ამ ყველაფრის შემდეგ მივიღეთ გამოცდილება და სხვა რელსებზე გადავედით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთისთვის სხვანაირად მოხდა. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე.როგორ მოხდა, რომ „ალიანსმა“ მთელი ეს დრო არცერთი განცხადება არ გააკეთა იმაზე, თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს. უკიდურეს გაჭირვებაზე, ავტომობილების და ბოთლების კანონზე და ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე, სამაგიეროდ, იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად. მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან.მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და, თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, – წერს სააკაშვილი.

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან.ამჯერად შეხვედრები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოების წევრებთან გაიმართა. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი - პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები