ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა

Read Time:20 Second

ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა 2 მარტს გამთენიისას მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაკეტა თურქეთის სასაზღვრო სამსახურის კუთვნილ დაჯავშნულ მანქანას მოხვდა. შედეგად ერთი ადმიანი დაიღუპა.

როგორც სულეიმან სოილუ წერს, „ტერორისტების დევნის ოპერაცია გრძელდება“, ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან თავდამსხმელები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, გორის სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა
Next post განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 27-ე ადგილზეა – ჩოგბურთი