ირაკლი ხმალაძე: მიშენება-დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი

Read Time:27 Second

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია გეგმავს, ავარიული შენობები არა გაამაგროს, არამედ მთლიანად ჩაანაცვლოს.

მისი თქმით, შენობებზე უკანონო მიშენება – დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია.

„მიშენება – დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახდენს. ამის შემდეგ გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება ხდება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 29 წლის ნადია ბენკლიანი დამოუკიდებელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია.
Next post მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა