ირაკლი ხელაძემ კლუბი „რაშების“ მოედანი დაათვალიერა, სადაც 2022 წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა

Read Time:38 Second

მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ რაგბის კლუბი „რაშების“ მოედანი დაათვალიერა, სადაც მომავალ წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ესაუბრა.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა კლუბის პრეზიდენტს ერეკლე კამლაძეს ხუთწლიანი საქმიანობისა და რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „რაშებში“ ამ ეტაპზე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს.

„გამგებლობის პერიოდში აქტიურად ვეხმარებოდი ამ ადამიანებს, იმისათვის, რომ ბავშვებისთვის შესაძლებლობა მიეცათ, ნორმალურ პირობებში ევარჯიშათ. დღევანდელმა დღემ განსხვავებული მოცემულობა შექმნა. ჩვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა. აქ გაკეთდება ძალიან კარგი სპორტული კომპლექსი და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, ვინც აქ ვარჯიშობს, სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას წარმატებებს მოუტანს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

რაგბის კლუბის სამწვრთნელო გუნდთან, აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან  შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს
Next post კახა კალაძე: გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია „კოკაინზე“ გახარიამ თავად წამოიწყო