ამირან გამყრელიძე: მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს

Read Time:27 Second

დღეს მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, ეს რიცხვი წლის ბოლომდე 60%-მდე უნდა ავიდეს, თუ გვინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი უფრო მშვიდი გვქონდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაგრამ დელტა ისეთი ვერაგი შტამი აღმოჩნდა, რომ მოსახლოების 60%-ის აცრაც არ არის საკმარისი. ვაქცინების მარაგი საკმარისია და ამიტომ, აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სექტემბრის ბოლო ერთი კვირა და ოქტომბერი-ნოებერი ვაქცინაციისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 603 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 572 353, გარდაიცვალა 8 749 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია: მესამე დოზა ისრაელის მოსახლეობის 33% მიიღო
Next post ირაკლი ხელაძემ კლუბი „რაშების“ მოედანი დაათვალიერა, სადაც 2022 წელს სარაგბო ბაზა მოეწყობა