ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის

Read Time:22 Second

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ხავიერ კოლომინასა და მთლიანად ნატოს მიმართ, რომ ისინი ძალიან მკაფიოდ უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ასევე აფასებენ იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ამ ორგანიზაციასთან აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ ხავიერ კოლომინას ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„წელს ჩატარდება ნატოს სამიტი და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აისახოს საბოლოო კომუნიკეში. ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ყველა გადაწყვეტილებას
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც