ირაკლი ღარიბაშვილი: თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც

Read Time:32 Second

თუ ჩვენ განვსჯით ქვეყნის მუშაობას და მის დამსახურებას, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველო ორივეს უსწრებს ორჯერ და სამჯერ, – ამის შესახებ კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია – გეოგრაფიის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში – ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და შემდეგ 2008 წლის ომი რუსეთთან. პატარა ერი 4-მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩემი ამოცანა და ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ჩემი ხალხის დაცვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვაფასებთ იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც პრაქტიკულად ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოსა და ნატოს შორის
Next post თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა