ირაკლი ჩიქოვანი: შეუძლებელია სიტყვებით გამოხატო ის სიმძიმე, რომლის წინაშეც უკრაინელი ხალხი დგას – საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოიძებნება საშუალებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს სისხლის ღვრა შეწყდეს

Read Time:35 Second

მინდა სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ – წარმოუდგენელია და შეუძლებელია სიტყვებით გამოხატო ის სიმძიმე, ტკივილი და დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც უკრაინელი ხალხი დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოიძებნება ის საშუალებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეწყდეს სისხლის ღვრა.

„ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ უკრაინელების გამოწვევა, ეს არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს გამოწვევა. უკიდურესად მძიმე სანახავია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოს წეს-წყობილობა იცვლება და როდესაც ხდება სრული უგულებელყოფა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დიდი სამხედრო ძალის ხარჯზე ხდება სახელმწიფოს დაპყრობა. ეს არის მიუღებელი და დასაგმობი. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აუცილებლად მოიძებნება ის საშუალებები, რომელიც პირველ რიგში საშუალებას მოგვცემს შეწყდეს სისხლის ღვრა და დამყარდეს სიმშვიდე, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: ხვალინდელი სხდომა, რომელიც მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოპულისტურ და მავნებლურ მიზნებს და არა უკრაინის მხარდაჭერას ემსახურება, არ და ვერ გაიმართება
Next post ჯო ბაიდენი – „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად შევთანხმდით, რომ წინ წავიდეთ სანქციების დამანგრეველი პაკეტებით, რათა პასუხი აგოს რუსეთმა