ირაკლი ჩიქოვანი უკრაინაში ომზე: ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ კონტინენტზე და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მსხვერპლი არის საქართველოც

Read Time:26 Second

ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

​„ეს არ არის იზოლირებული ფაქტი, ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ კონტინენტზე და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მსხვერპლი არის საქართველოც და ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი არ გაჩერებულა. შემდეგ იყო ყირიმის ოკუპაცია, მერე ანექსია. შემდეგ ე.წ. ახალი რესპუბლიკები.ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ერთად მივაღწიოთ მშვიდობას ამ კონტინენტზე, რაც აუცილებელია და აუცილებელია მივაღწიოთ უსაფრთხოების გარანტიებს. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განვითარდეს საზოგადოება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი – „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად შევთანხმდით, რომ წინ წავიდეთ სანქციების დამანგრეველი პაკეტებით, რათა პასუხი აგოს რუსეთმა
Next post გოგა ხაინდრავა: პუტინი რომ აგრესორია და რუსეთი რას წარმოადგენს, ეს 300 წელია ვიცით ქართველებმა, ამას არ სჭირდება ლიაკა ხოშტარიას გამოხტომები