ირაკლი ჩიქოვანი: კრისტიან დანიელსონი გამოცდილი დიპლომატია და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შედეგს უნდა ველოდოთ

Read Time:37 Second

მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ დიპლომატების მიმართ, რომლებიც ჩართულები იყვნენ და კვლავაც განაგრძობენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მათი როლი გაგრძელდება და ამის შესახებ მკაფიოდაა ნათქვამი ევროკავშირის განცხადებაშიც. რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს, ის გამოცდილი დიპლომატია და ათწლეულებია მას დიპლომატიური კარიერა აქვს. ის მუშაობდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. მას ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია მოლაპარაკებისთვის და უმთავრესი მას აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მანდატი. შარლ მიშელი იყო საქართველოში და შეხვედრა ჰქონდა ყველა სუბიექტთან, რომელსაც გარკვეული და ნათელი წარმოდგენები აქვს, თუ რა ხდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შედეგს უნდა ველოდოთ და ასოცირების საბჭო, რომელიც გაიმართება 16 მარტს, ეს მნიშვნელოვანი დღე იქნება, იმიტომ, რომ ეს უნიკალური ფორმატია, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან და აქ განიხილება ფართო დღის წესრიგი“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: რაც კი საზიზღრობა არსებობს, ყველაფერი იკადრა ამ ხალხმა და დააგვირგვინეს ციხის კადრებით
Next post თენგიზ ცერცვაძე: საკმარისია, ხმა ამოვიღოთ პანდემიის წარმატებით მართვაზე, რომ ვაი ტელევიზიები და ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ, ტაბუდადებულ თემას შევეხეთ, ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ