ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება

Read Time:32 Second

ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება.

,,ქუჯის ქუჩაზე ვიმყოფებოდით, სადაც ადგილობრივებს შევხვდით. ყველას უხარია, რომ ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ზუგდიდელზე დადებითად აისახება. ქალაქში წყლისა და წყალარინების პროექტების განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა ზუგდიდს მალე სრულად განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება, მხოლოდ წელს 60 ქუჩა რეაბილიტირდება. ახლოვდება ახალი სასწავლო წელი, რომელსაც ამ უბანში მდებარე, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდებიან. ამ უბანს განსაკუთრებულად ალამაზებს ახლად რეაბილიტირებული რკინიგზის სადგური, რომელიც ჩვენს ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის პირველ განწყობას ქმნის“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კანდიდატმა დღეს შეხვედრები ქუჯის ქუჩამდე სოფელ უჩაშონასა და ოფაჩხაფუში გამართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივ მოსახლეობას უჩაშონასა და ოფაჩხაფუში შეხვდა
Next post შალვა კერესელიძე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ვეძათხევას, ზურაბების, დორეულების, ზემო და ქვემო ნაქალაქარის, ასევე მაგრანეთის, თოლენჯის და ნადოკრას მოსახლეობას შეხვდ