ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივ მოსახლეობას უჩაშონასა და ოფაჩხაფუში შეხვდა

Read Time:36 Second

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონისა და ოფაჩხაფუს მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა.

,,უჩაშონაში გზის პრობლემა რამდენიმე წლის წინ მოვაგვარეთ. ამ სოფელთან ერთად, ზუგდიდში ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ახლა პრობლემა შიდა გზებია, თუმცა მის მოგვარებაზე მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. პროექტები განსაზღვრული პრიორიტების მიხედვით ხორციელდება. სოფლის ცენტრში დასასვენებელი სკვერის მოწყობას ვაპირებთ. სოფელში ცენტრალური წყალმომარაგების პრობლემაა, რომელთა მოგვარების გზებზე ვმუშაობთ”-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

,,უჩაშონაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოფაჩხაფუს მოსახლეობას შევხვდი. ოფაჩხაფუში 1,5 მილიონ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტირდება ნარაზენის და ახალსოფლის ცენტრამდე მიმავალი გზები, რითაც გზის რეაბილიტაციით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარებული იქნება”-განაცხადა ოფაჩხაფუში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შევხვდა
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება