ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

Read Time:27 Second

„საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის მეორედ არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს, არის იმ შედეგების აღიარება, რომელიც საქართველოს აქვს.

„მეორე მხრივ, როგორც ირაკლი კობახიძისთვის, ასევე, მთლიანად საქართველოს დელეგაციისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოსთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტი აქტუალიზაცია მოხდეს და შესაბამისად, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ბეჟაშვილი მელია-ხვიჩიას დაპირისპირებაზე: მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს
Next post ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო