ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის არჩეულ მერს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა

Read Time:36 Second

მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გია ხარჩილავასთან მთავრობა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს.

„მინდა, განვუცხადო მას, რომ ჩვენ მთელი მთავრობა, ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.

ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭირო არის საქმეზე კონცენტრირება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება
Next post მამუკა ხაზარაძე – „ლელოს“ პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ხელშეწყობა არასდროს ყოფილა