ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო ნდობისთვის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება

Read Time:53 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ნდობა გაამართლოს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან აქცენტი გაკეთდება მხოლოდ საქმეზე.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი ეს ნდობა გავამართლოთ. ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ მხოლოდ საქმეზე და ის დაპირება, ის პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა საარჩევნო კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა ვისაუბროთ მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხალხის, ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, მხარეებს სამოქმედო გეგმას სთავაზობს
Next post ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის არჩეულ მერს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა