ირაკლი ღარიბაშვილი: 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად დაისჯება

Read Time:27 Second

საიდან გაჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“ „მშვიდობიან აქციაზე“? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას – როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა?, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8-9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

„ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“. 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა. ამავდროულად, ჩვენი მთავარი სახე, ჰუმანურობა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა