ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა. ამავდროულად, ჩვენი მთავარი სახე, ჰუმანურობა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა

Read Time:49 Second

მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, მის გუნდს. თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, რომელმაც იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. ყველაფერი იყო იდეალურად განსაზღვრული, გათვლილი ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ როგორ მართა გომელაურის უწყებამ პროცესი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

„მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, რომ იქ უბედურება არ მომხდარიყო. ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ნაკლები დანაკარგებით, პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა. სიმტკიცე გამოიჩინეს და მაღალი პროფესიონალიზმი. ამავდროულად, ჩვენი მთავარი სახე, ჰუმანურობა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა.

ძალიან ბევრი მოვისმინე, რომ პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე. ვინ დაიწყო ძალადობა? ძალადობა დაიწყო „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელი და გვარები ყველამ ვიცით; „გირჩის“, პროვოკატორ ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა გადაქცეულია არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად. „ცოტა უკლია, რომ გახდეს ტერორისტული ორგანიზაცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: „სირცხვილია“ პირდაპირ უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება, მათ შორის უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან – ეს ორგანიზაცია ითხოვდა მთავრობის გადადგომას
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად დაისჯება