ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით, პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს, ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს

Read Time:57 Second

მთავარი გამოწვევა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის სიღარიბე და უმუშევრობა, ჩვენ ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ , „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

„ამ პროგრამებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, მაგრამ, ჩვენ ახლა უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროგრამების მასშტაბები და მთელი ქვეყანა უნდა მოვიცვათ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით და ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არჩევნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები. ხალხი მართლაც დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით და ყოველ წელს ეს პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჩვენ, ყველამ ერთად, როგორც მთავრობამ ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მთავარ საქმეზე, იმ მთავარ პრობლემებზე, გამოწვევებზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ კიდევ ერთხელ სრული მობილიზება უნდა გავაკეთოთ, მშვიდად ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოთარ არბოლიშვილი – ბორჯომი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება
Next post იენს სტოლტენბერგმა ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე დაასახელა