ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მადლიერი ვარ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩამომიყალიბდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და ციხეში მყოფი სააკაშვილი ვეღარ გახდება რაიმე ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი

Read Time:1 Minute, 2 Second

ბოლო პერიოდში უკრაინასთან, მანამ, სანამ დავინიშნებოდი პრემიერ-მინისტრად და შემდეგაც, დავიწყეთ ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, პრეზიდენტი იმყოფებოდა ვიზიტით უკრაინაში, მანამდე ჩემთან ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი ვიყავი, როდესაც ავამუშავეთ კონტაქტები, შემდეგ პრემიერი ჩამოვიდა, შემდეგ მე ვიყავი ჩასული და ძალიან კარგი, მეგობრული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალიან მადლიერია იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც მას ჩამოუყალიბდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და მის ადმინისტრაციასთან.

„თუნდაც მეგის ქარდავას ექსტრადაციის საქმე იქნება, სააკაშვილზეც აღარ ვიტყვი დეტალებს, ყველაფერი არის ძალიან პოზიტიური ჩვენს ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი, მით უმეტეს ციხეში მყოფი სააკაშვილი ვეღარ გახდება რაიმე ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი. ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, იქ ეუბნება თანამშრომლებს, რომ სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია ეს კაცი. რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი მოხდებოდა, არაფერი მოჰყვებოდა მის შემოპარვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, კაცზე, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, ეს კატასტროფაა პირდაპირ და შეურაცხმყოფელია. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ, რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეუძლია, ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კალანდარიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
Next post დავით ზალკალიანი: ჩემი ვარაუდია, რომ სააკაშვილმა საზღვრის კვეთისას უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია