დავით ზალკალიანი: ჩემი ვარაუდია, რომ სააკაშვილმა საზღვრის კვეთისას უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია

Read Time:36 Second

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მას აქვს ეჭვი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის კვეთის დროს უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია.

როგორც დავით ზალკალიანმა „იმედის კვირაში“ განმარტა, ამის თქმის საფუძველს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება აძლევს, სადაც ამბობს, რომ მან სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ არაფერი იცოდა.

„მე მაქვს გარკვეული კითხვები, როგორ მოახერხა და ჩემი ვარაუდია, რომ ის უკრაინიდან ისე გამოვიდა, რომ მას შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო და მედიისგან შეიტყო სააკაშვილის უკრაინიდან გაუჩინარება. ყველა ჩვენი კომუნიკაცია უკრაინელ პარტნიორებთან მიმყარებს ამის თქმის საფუძველს, მათთვისაც ეს სიურპრიზი იყოს. არ არის გამორიცხული, ჩემი ვარაუდია, ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ექნება დარღვეული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მადლიერი ვარ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩამომიყალიბდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ შმიგალთან და ციხეში მყოფი სააკაშვილი ვეღარ გახდება რაიმე ურთიერთობების გაფუჭების საფუძველი
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არის