ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები

Read Time:47 Second

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი.

„არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში
Next post დიტო სამხარაძე: საქართველოს კანდიდატობის სტატუსს თუ არ მიანიჭებენ ე.ი. აქ რევოლუცია უნდათ! ხოდა მანდ ფეხი არ იღრძოთ!