ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ

Read Time:23 Second

ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის მიუხედავად, ისინი 2 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.

დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: 100 მეტრის რადიუსის გარეთ ადამიანს შეუძლია საკუთარი პარტიის მაისურით იაროს, მოუწოდოს მხარდაჭერისკენ, მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს 100 მეტრი რადიუსის იქით, ნუ შექმნიან პროვოკაციულ ფონს
Next post თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელზე: არც კი დაგვიშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოგვეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება