ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ
სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ.
„სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. მე ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც, ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის დროს, თავი გაწირა ღირსეულად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას.
ვიცი რა თქვენი საქმიანობის სიმძიმე, მე მინდა გითხრათ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, იმაზე მეტად საპატიო, ვიდრე საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის მსახურება.
სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას.
ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თქვენთვის, თქვენი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, თქვენი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად.
დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.
თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...