ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“: რადიკალური ნაბიჯები არ არის მისაღები

Read Time:33 Second

მნიშვნელოვანია კონსულტაციები გაიმართოს კონკრეტულ ადამიანებთან, ვისაც აქვს კითხვები, ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური ტრიუკია და არ არის სწორი ასეთი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის კვლავ მზად არის.

„ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა საკუთარი ნება და სურვილი, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა, ამ შეკითხვებს უპასუხოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. რადიკალური ნაბიჯები არ არის მისაღები. ჩვენ ვართ მზად დისკუსიისთვის ყველასთან და მხოლოდ ასეთ რეჟიმში შეიძლება ჩვენი მხრიდან გაგრძელდეს ურთიერთობა. რადიკალიზმი არ არის აქ პროდუქტიული. თუ ვინმეს აქვს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, დასვან ეს კითხვები. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხებთ ამ კითხვებს. ეს არის ყველაზე სწორი და გონივრული ფორმატი“, – განაცხადა კობახიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს არავითარი რესურსი დემოკრატიული სისტემის ფუნციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ