ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ

Read Time:28 Second

დიდი პატივია ჩემთვის, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდა ჩემს და ჩემი ხალხისთვის გამორჩეულ მეგობრულ სახელმწიფოში, უკრაინაში, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონმა პრემიერმა გუშინ გვიმასპინძლა მშობლიურ ქალაქში, ლვოვში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს ჩვენთვის იყო დიდი პატივი და მინდა, დავაფიქსირო, რაოდენ მადლიერი ვართ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი, მადლობა პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის
Next post საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 10 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია