ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი, მადლობა პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერისთვის

Read Time:1 Minute, 1 Second

მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს, ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებს, ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს.

ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ისე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, მეორეს მხრივ, გვაქვს ანალოგიური, იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა, დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ხვალ მივიღებ მონაწილეობას პრეზიდენტ ზელენკის ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას. კიდევ ერთხელ შევაფასებთ აღნიშნულ ვითარებას, ყირიმის დროებით ოკუპაციას. ასევე ჩვენ განვიხილეთ მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის სეპარატისტულ რეგიონებში დროებით. ასევე მიმოვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს. მოგეხსენებათ, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.

რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალსა და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება. ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – ყველა უნდა ვეცადოთ, რეკომენდაციები დაცული იყოს, რათა არ დაგვჭირდეს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ძალიან მაღალია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ