ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს

Read Time:44 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს ულოცავს სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგას ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

მთავრობის მეთაურის მილოცვაში აღნიშნულია, რომ სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 27 წლისთავს გილოცავთ სამსახურის პირად შემადგენლობას, ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელსა და ვეტერანს, ყველას, ვინც ერთგულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენს თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.

არ არსებობს უფრო ღირსეული საქმე, ვიდრე ხალხისა და სახელმწიფოს მსახურებაა. ამ წლების განმავლობაში თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტების უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს მსახურებისათვის და მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება
Next post კახა ბექაური – ჩვენ ვცვლით თამაშის წესებს