ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია გააცნო. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტმა კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში, სამი მოსმენით მიიღო. კობახიძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას.
„პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე პროცედურის დროებით შეჩერებასა და ახალი განაცხადების მიმდინარე პროცედურის ფარგლებში მიღებას კანონი ხაზგასმით ითვალისწინებდა, რაზეც არავის, მათ შორის არც ვენეციის კომისიას, არც მოლაპარაკებების მოდერატორს, არც მოლაპარაკებების მონაწილე ელჩებსა და არც პოლიტიკურ პარტიებს საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამთ. შესაბამისად, ყველა მხარე საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი მიმდინარე პროცედურის გაგრძელებასა და დასრულებას ითვალისწინებდა. რაც სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან სწორედ ეს იყო კრისტიან დანიელსონის გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე განმარტა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით პუნქტი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში მხოლოდ იმიტომ გადავიდა უცვლელად, რადგან მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო თხოვნა 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოეწერათ ხელი, რათა დაზუსტებები, დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გადამოწმების უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას. სწორედ ამ პროცედურის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ“, – განაცხადა მან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...