ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში სპეცრაზმის მობილიზაციაზე-“არარსებული ამბავი გამოიგონეს, ძალადობის დრო ამ ქვეყანაში დამთავრებულია”

Read Time:32 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს გვიან ღამით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპეცრაზმის დანაყოფების მობილიზება ხდება სამეგრელოში მათი გადაყვანის მიზნით. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ძალადობის დრო დამთავრდა და აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს:

“ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით, გუშინ სრული ისტერია, პანიკა დათესეს, ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ და მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, თითქოს ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, ასეთი ტყუილებით მართავდნენ ქვეყანას. ძალადობის დრო ამ ქვეყანაში არის დამთავრებული. აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხდება კრიმინალებისთვის ხელის დაფარება, ეს არის მათი რეალური სახე
Next post ირაკლი კობახიძე – პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი