ირაკლი კობახიძე – პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი

Read Time:38 Second

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებული პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები. ამ სტანდარტის მიხედვით, იქნება სათანადო მოპყრობა, მაგრამ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი როგორც ქვეყნის, ასევე ხალხის, ცალკეული მოქალაქეების წინაშე. აქედან გამომდინარე, პრივილეგიებზე საუბარი არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოში სპეცრაზმის მობილიზაციაზე-“არარსებული ამბავი გამოიგონეს, ძალადობის დრო ამ ქვეყანაში დამთავრებულია”
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – როგორ წარმოგიდგენიათ, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ეს რომ მოხდეს, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე