ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად, კომპრომისი ამ მიმართულებით არ გვექნება – პოლიციელი ხელშეუხებელია

Read Time:1 Minute, 0 Second

დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინიტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიული კამპანია დაგმო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელის მიმართ კანონდამრღვევები უმკაცრესად დაისჯებიან.

„პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ჩვენ ამ მიმართულებით არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სამართალდამცველები და მათი უფლებები, ესაა თემა რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან მიმართებით აგრესიით გამოირჩევიან.

„დღეს პოლიცია არის ქართველი ხალხის სამსახურში. პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, სამართალდარღვევა, იქნება მკაცრად კანონის ფარგლებში დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ ნებისმიერ გადაცდომაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კანონის გამკაცრებას, ამ მიმართულებით, ითხოვს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ნავრადაშვილი, მან ამ მიმართულებით ქმედებისკენ, ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწოდა.

„ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ ვისაც არ ეზარება პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს. როდის იქნება კანონმდებლობაში ჩადებული, რომ არავის, განურჩევლად პოლიტიკური ნიშნისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა ამის უფლება არ ექნება, რომ რიგით პოლიციელს მიაყენოს შეურაცხყოფა“, – აღნიშნა ზავრადაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელურს და შსს-ს თანამშრომლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ამ ტრიბუნიდან მინდა გადავუხადო მადლობა, მე კარგად მესმის რას ნიშნავს ამ უწყებაში მუშაობა. პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე. იმაზე რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: წარმატებული პრემიერი იქნება, მან ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონისა და ღირსების ფასი
Next post გიორგი ვოლსკი: როდესაც პრემიერის განცხადებების სიხისტეზე საუბრობენ, გაიხსენონ იმ მხარის განცხადებებიც, რომელმაც წლების განმავლობაში სიტუაცია სადისტურად მართა