ირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართვისკენ, ეს არის რეალური გამოსავალი, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები

Read Time:44 Second

მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდპანდემია ჯერ კიდევ გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, კოვიდპანდემია, ბუნებრივია, ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ და მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამ სიტუაციაში, რაც არის გამოსავალი სწორედ ვაქცინების სახით, ვაქცინები საკმარისზე მეტი შემოვიტანეთ ამ ეტაპისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ.’’, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი
Next post გიორგი ტყემალაძე – ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მოსახლეობასთან ერთად უნდა მივიღოთ