ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას

Read Time:39 Second

მინდა, ბოლოს კიდევ ერთხელ შევაფასო, რომ მთლიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე. მინდა, მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს მაგარ პოლიციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც, მაგრამ ჩვენ ყველამ კოლექტიურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი, გონივრული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახლა საჭიროა სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა და განვითარების მაღალი ტემპი.

„ჩვენ დავამშვიდებთ სიტუაციას, გვჭირდება სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა, განვითარების მაღალი ტემპები და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ბოლოს მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვეღარაფერს დაგვწამებენ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები, თუ რამე შეგვიძლია ჩვენ, პატარა ქვეყანას, მთელი გული ვაჩვენეთ