ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვეღარაფერს დაგვწამებენ

Read Time:42 Second

თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი შევძელით: ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, პერსპექტივა, სტატუსი… ამის იქით რჩება უკვე გაწევრიანება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებთ ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას. მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ – ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. ამიტომ შეეცდებიან, რომ მეტი საბოტაჟი და არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა და ტურიზმი, რომ იყოს 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ ჩვენი ქვეყნის დანგრევას ვერ შეძლებენ. ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის საშუალებას არ მივცემთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციაში „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა, რომ ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას