ირაკლი ღარიბაშვილი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტების მიღება დავიწყოთ

Read Time:28 Second

ეს არის გზავნილი იმისაკენ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება და ჩვენ, საქართველო მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დავიწყოთ ტურისტების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია.

„მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და საქართველოც მზად უნდა იყოს, რომ ტურისტები აქტიურად მივიღოთ. ამაში გადამწყვეტია ვაქცინაცია, ეპიდემიური სიტუაციის მართვა და კონტროლი და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ასე, რომ ჩვენ ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული
Next post ბექა დავითულიანი ავტობუსების შესყიდვის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: კონკრეტული არხებისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკაა, რომ სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, რაღაც შავი ჩააწვეთონ