ირაკლი ღარიბაშვილი – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

Read Time:45 Second

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს, რეგიონში კი – უდავო ლიდერია.

„დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება. ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს. მათგან ერთ-ერთი ბოლოა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი – უდავო ლიდერია. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა.

ჩვენ განუხრელად ვაძლიერებთ ძალისხმევას კორუფციისგან თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის გასაძლიერებლად“,- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძე – განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის იქნება გამოყოფილი, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო
Next post თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა