ირაკლი ღარიბაშვილი – ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა

Read Time:57 Second

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის მერ კახი კალაძეს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა და ამ მართლაც არაჩვეულებრივი, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნა. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაელამაზებინა ჩვენი უნიკალური და ულამაზესი დედაქალაქი. ვიმყოფებით რა ამ ისტორიულ უბანში, კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ქალაქი გვაქვს ჩვენ, ქართველებს და ამ პროცესში კახამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა. მინდა ამ უბნის ყველა მცხოვრებელს მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს 200-მდე ოჯახი განახლებულ საცხოვრებელ სახლებში შევიდა და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა მათთვის. ვულოცავ ყველას და ვუსურვებდი, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში კახამ შეძლოს კიდევ მრავალი ასეთი პროექტით გაახაროს თბილისი და თბილისელები. ვულოცავ კიდევ ერთხელ თბილისს, მინდა კახას გადავუხადო კიდევ ერთხელ მადლობა და ვუსურვო ასეთი შემართებით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხორვატიის ყოფილ პრემიერს ქრთამის აღების საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
Next post ნანა დევდარიანი-ქართველ ხალხს კოაბიტაცია რომ სდომოდა, 2012 წელს იმ ფესვგადგმულ „ნაციონალურ“ რეჟიმს ვერ მოვიშორებდით. ხალხს კოაბიტაცია არ უნდოდა. დღეს, ის ადამიანები, ვინც ამაში გვარწმუნებდა, რომ კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა იყო, ისევ „ნაციონალური მოძრაობისკენ“, თავისი ორგანული მოკავშირისკენ გადაბარგდნენ