ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე: მომაწოდა საკუთარი ხელით ფურცელზე დაწერილ ტექსტი და მეუბნება, გაეცანიო

Read Time:38 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ფაქტი გაიხსენა.

ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის მიერ გაკეთებული ცნობილი განაცხადა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მისთვის დიდი სიხარული იყო, რადგან მისი თქმით, „იმ დროს ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი იყო“.

„საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც საჯაროდ არასდროს მითქვამს. 4 ოქტომბერს დამირეკა და მითხრა, რომ მასთან 09:00 საათზე ავსულიყავი. ეზოში მხვდება ბატონი ბიძინა და ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ახლა სამთავრობო დაცვის უფროსია. მაწვდის საკუთარი ხელით ფურცელზე დაწერილ ტექსტს და მეუბნება, რომ გაეცანიო.

ვკითხულობ: „გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“. მინდა ეს გამოაქვეყნოთო, მხოლოდ არავინ უნდა გაიგოსო.

09:00 საათია. მივდივარ „ქართუ ჯგუფში“, ვიბარებ პრესსამსახურის უფროსს და ვკეტავ ჩემს ოთახში. მოკლედ ასე გავრცელდა ეს ისტორიული განცხადება. რა თქმა უნდა, ეს ნაწერი ახლა ჩემს სახლში, სეიფში ინახება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სამი მთავარი შინაგანი წესი არის ერთგულება, მადლიერება, სიმართლე
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს, მერე მოძღვარმა მითხრა, დიდი შეცდომა დაუშვი და აღსარება თქვიო