ირაკლი ღარიბაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს, მერე მოძღვარმა მითხრა, დიდი შეცდომა დაუშვი და აღსარება თქვიო

Read Time:22 Second

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მან ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა. ამის შესახებ პრემიერმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ახალგაზრდა, გაუცნობიერებელი ემოცია იყო.

„იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: „გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“, – იხსენებს ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე: მომაწოდა საკუთარი ხელით ფურცელზე დაწერილ ტექსტი და მეუბნება, გაეცანიო
Next post ირაკლი ღარიბაშვილი შვილებზე: ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის