ირაკლი ღარიბაშვილი – ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში

Read Time:31 Second

ვფიქრობ, რომ საქართველომ ითამაშა და თამაშობს ძალიან მიუკერძოებელ, ნეიტრალურ პოზიციასა და როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში, – ამის შესახე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიშინეუში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს სამიტის დაწყებამდე კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის მოლაპარაკებებისა და რეგიონში უსაფრთხოების შესახებ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთანაც, საქართველოს ფაქტორმა ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი.

„ვფიქრობ, პირველი წარმატებული მედიაცია ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, 2021 წელს. ასე, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მჯერა, ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე სრული რეგიონის ინტერესებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია ფანჯიკიძე: ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს – ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე დაერხევა ცაშიც და მიწაზეც
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირისა და არც ნატოს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები