ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს

Read Time:1 Minute, 42 Second

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს, – ამის შესახებ გურჯაანში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ძვირფასო გურჯაანელებო, ჩვენი პარტიის მხარდამჭერებო, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მინდა გამოსვლა იმ ტრაგედიის გახსენებით დავიწყო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. 28 წლის წინ აფხაზეთში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ კონფლიქტის შედეგად 10 000 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა და 300 ათასი დევნილი მივიღეთ. ომი მოასწავებს სიკვდილს, უბედურებას, ნგრევასა და დესტაბილიზაციას. მან, ვინც გამოსცადა ომი, კარგად იცის, რა არის მშვიდობა და მისი ფასი. 2012 წელს ჩვენ ვიდექით კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე. 2008 წელს წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება – ომი, რომლის შედეგად ჩვენ მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი, ახალგორი, კოდორი, ათიათასობით დევნილი, რომლებიც დღეს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და თავიანთ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამოცდილება, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს. ოპონენტები გვსაყვედურობენ – წარსულს რატომ გვიხსენებთო. ჩვენ მათ ყოველთვის უნდა შევახსენოთ მძიმე წარსული და დანაშაული, ვიდრე ეს ადამიანები არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე და პოლიტიკაში დარჩენის სურვილი არ გაუქრებათ. ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანად უნდა იქცეს დესტრუქციული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაყვანა. სხვა შემთხვევაში არ იქნება მშვიდობა, თავისუფლება და სტაბილურობა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობის პერიოდი არის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. რამდენად პარადოქსულია, რომ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. ყველა სხვა ხელისუფლების დროს გვაქვს გამოცდილი ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი სტაბილური პერიოდი „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდია. რა თქმა უნდა, ოპონენტებს ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. აქ ვხედავ წარმატებულ ბიზნესმენებს – მე კარგად მესმის, რას ნიშნავს თქვენთვის სტაბილურობა, მშვიდობა და თავისუფლება, როდესაც არავინ გაწუხებს. არ ვამბობთ, რომ იდეალური ხელისუფლება ვართ. შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს და ყველა ხელისუფალს, მაგრამ გვაქვს იმის უნარი, რომ ვაღიაროთ და გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და გავაგრძელოთ წინსვლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა
Next post გიორგი გახარია: წელს ჩვენ უფრო მეტ ყურძნის მოსავალს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათას ტონაზე მეტს