ირაკლი ღარიბაშვილი: დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

Read Time:25 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ნგრევის შედეგად გარდაცვლილებიდან 4 ერთი ოჯახის წევრია
Next post გიორგი გახარია-ეს თითოეული ჩვენგანის, სრულიად საქართველოს ტრაგედიაა