ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო დედაქალაქის მერი

Read Time:1 Minute, 25 Second

მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. მადლობა კიდევ ერთხელ კახას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს „ქართულ ოცნებას“ და პარტიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.

„მე მინდა რამდენიმე სიტყვით დავახასიათო ჩემი მეგობარი კახა კალაძე. 2012 წელი ვახსენე და მინდა ყველას გითხრათ, რომ პირველივე დღეებიდან კახა იყო, არის და მჯერა იქნება ავანგარდში, უსამართლობასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის წინააღმდეგ. კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს დიდ ოჯახს, „ქართულ ოცნებას“, არის თანადამფუძნებელი ჩვენი დიდი ოჯახის, ჩვენი პარტიის, ჩვენს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძემ თავისი წარმატებული ბიოგრაფით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა.

„კახამ თავისი წარმატებული ბიოგრაფით, იქნებოდა ეს სპორტი, მთავრობაში მისი წარმატებული საქმიანობა მინისტრის და ვიცე-პრემიერის რანგში თუ ახლა, ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერად მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა. ყველა იმ სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა, ყოველთვის მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს. მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ კახას მიერ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება მის მუხლჩაუხრელ შრომას, 24-საათიან შრომას განვითარებაზე, საკუთარ თავზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და იმ საქმეზე, რაც მას ავალია.

მოდით ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. მადლობა კიდევ ერთხელ კახას. კახამ ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად, ძალიან ბევრი პრობლემა მოაწესრიგა, მოაგვარა. მან წარადგინა საკუთარი ხედვა შემდგომი განვითარების, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, გამწვანებას და ა.შ. მე ვიცი, რომ კახა კიდევ უფრო ბევრს გააკეთეს ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების
Next post კახა კალაძე: თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასოდეს ვიქნები, სანამ სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი დახმარება