ირაკლი ღარიბაშვილი: ბაიდენის მოწოდებას, რომ გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს გამოწვევების დასაძლევად, საქართველოში არა მხოლოდ ვიზიარებთ, არამედ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად

Read Time:29 Second

კვირის დასაწყისში შევიტყვეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდების შესახებ – გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში არა მხოლოდ ვიზიარებთ ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად.

„შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია: ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ, რომ ზუგდიდში რეგისტრირებულ დევნილ მოსახლეობას ჰქონდეს ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები
Next post იოსებ ხახალეიშვილი – „ჩვენთვის – ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში“