იოსებ ხახალეიშვილი – „ჩვენთვის – ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში“
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილმა საკრემულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად საფიჩხიისა და ტყიბულის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი პროგრამა და ქალაქის თანაბარი განვითარების გეგმა წარადგინა.
ყურადღება გამახვილდა განათლებასა და ტურიზმზე, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებებზე. კანდიდატის განცხადებით, განათლება სწორედ ის სფეროა, რომლის სრულყოფასა და გაძლიერებაზეც ყველა დანარჩენი სფეროს განვითარება და წარმატებაა დამოკიდებული, რაც შეეხება ტურიზმს, ქუთაისი დღითიდღე ტურისტული ჰაბის სტატუსს იმკვიდრებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით მოწესრიგება და ისეთი ადგილების შექმნა, რაც კიდევ უფრო მიმზდველსა და საინტერესოს გახდის ქუთაისს უცხოელი სტუმრებისთვის.
„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ქალაქით კიდევ უფრო მეტი ტურისტი დაინტერესდეს, თუმცა ჩვენთვის – ქუთაისელებისთვის, ჩვენი შვილებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში ცხოვრება. ჩვენ ყველამ ერთად ეს ნამდვილად დავიმსახურეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, გზების რეაბილიტაცია დასრულდა, დაიგო ახალი ქვაფენილები, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება საკანალიზაციო სამუშაოების განხორციელება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...