ირაკლი ღარიბაშვილი: ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.

Read Time:27 Second
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჰესი უკეთესი პირობებით აშენდეს.
„რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა
Next post ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ