ირაკლი ღარიბაშვილი: ასობით სკოლა დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში და ქვეყანას უჩუმრად, აფიშირების გარეშე ეხმარებოდა, რაც სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა
განათლების მიმართულებით, ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, ასეულობით ახალი სკოლა აშენდა და გარემონტდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. „ისე არ იქნება, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ისიც, მათ მიერ გაკეთებული იყო უხარისხოდ შესრულებული. ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა ხარისხიან სამუშაოს, ნამდვილად ღირსეულ პირობებს უქმნიდა მოსწავლეებს, ასეულობით სკოლის დაფინანსება მოხერხდა ფონდი „ქართუს“ მიერ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მოსული პოლიტიკაში და ასე ეხმარებოდა ქვეყანას უჩუმრად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე. ბატონი ირაკლი ქარსელაძე იყო ჩართული იმ შესყიდვებში, რომელიც განვახორციელეთ მაშინ ფონდი „ქართუს“ ეგიდით და ბატონი ივანიშვილის დაფინანსებით.
ასეულობით მილიონი დაიხარჯა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც მაშინ სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა. ასი ათასი კომპიუტერი აქვს შეკვეთილი ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ჯერ კიდევ მაშინ, მერხები, დაფები, სკამები, ყველა ის ინვენტარი, რომელიც სკოლებს სჭირდებოდა. ვინმეს გაუგონია ამის თაობაზე?! არავის, რადგან ჩვენ იმ დროს ამაზე არ ვლაპარაკობდით. ახლა გვაქვს უფლება, ვისაუბროთ და შევახსენოთ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც დღეს უტიფრად გამოდიან და რაღაცებს იბრალებენ. ეს არის ჩვენი ხელწერა და ჩვენი საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...