ირაკლი ღარიბაშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ

Read Time:22 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

„სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცნობილი ქირურგი ოპერაციის გაკეთების დროს გარდაიცვალა
Next post ეკა ბესელია: სოზარ საუბარი კარგი ომბუდსმენობიდან გახდა ძალიან ცუდი დეპუტატი და ცუდი მოქალაქეც